ალეკო ელისაშვილი - დიდი დიღმის ამბავი შეაფასა „ყაზტრანსგაზმა“?! ვინმემ დავინახეთ, რომ რომელიმე პასუხისმგებელი პირი გადადგა?!

16 იანვრის ამბავი შეაფასა „ყაზტრანსგაზმა“?! ვინმემ დავინახეთ, რომ რომელიმე პასუხისმგებელი პირი გადადგა, იმ ორი პირის გარდა, რომლებიც გულგრილობის გამო დასაჭერები იყვნენ?!, - ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია „ყაზტრანსგაზს“ პასუხისმგებლობა არც რამდენიმე თვის წინ, ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე აუღია.

„ყაზტრანსგაზი არის კომპანია, რომელსაც რისი ბიზნესი აქვს?! მაგიდას, სკამებსა და თეფშებს რომ აწარმოებდეს, რომელიც შეიძლება, გაგიტყდეს, უხარისხო იყოს და არაუშავს. ეს არის კომპანია, რომელიც საფრთხეს გვიქმნის. ნოემბერში ფონიჭალაში საშინელი შემთხვევა მოხდა, დაიღუპნენ ადამიანები, მცირეწლოვანი ბავშვი. ამის შესახებ „ყაზტრანსგაზს“ საერთოდ არაფერი უთქვამს, არც განცხადება გაუვრცელებია, არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს, ვითომც არაფერი.

ამის შემდეგ 16 იანვარს დიდ დიღომში მოხდა შემთხვევა, აქაც მსხვერპლით დასრულდა. 16 იანვრის ამბავი შეაფასა „ყაზტრანსგაზმა“?! ვინმემ დავინახეთ, რომ რომელიმე პასუხისმგებელი პირი გადადგა, იმ ორი პირის გარდა, რომლებიც გულგრილობის გამო დასაჭერები იყვნენ?! როცა კომპანიაში რაღაც ცუდია, ტოპ-მენეჯმენტი, მმართველები ტოვებენ თანამდებობას“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა