საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე და სასამართლოს წევრი ევა გოცირიძე  სტრასბურგში იმყოფებიან

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე და სასამართლოს წევრი ევა გოცირიძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიწვევით სტრასბურგში იმყოფებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საკონსტიტუციო სასამართლოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ზაზა თავაძე და ევა გოცირიძე მონაწილეობენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამუშაო წლის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. მათ შორის, დაესწრნენ სემინარს, რომლის ფარგლებშიც მართლმსაჯულებისადმი ნდობის გაძლიერების საკითხები განიხილეს.

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე შეხვდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს საქართველოდან ლადო ჭანტურიას. ასევე, გაიმართა შეხვედრები ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების წარმომადგენლებთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა