აზერ სულეიმანოვი - ყარაბაღის მშვიდობიანი აზერბაიჯანული მოსახლეობის მასობრივი მკვლელის და ეთნოწმენდის მონაწილის ძეგლის გახსნა არის საქართველოს ხელისუფლების სინდისზე და მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მას

ყარაბაღის მშვიდობიანი აზერბაიჯანული მოსახლეობის მასობრივი მკვლელის და ეთნოწმენდის მონაწილე, ომის დამნაშავე მიხაილ ავაგიანის ძეგლის გახსნა ახალქალაქის რაიონში არის საქართველოს ხელისუფლების სინდისზე და მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მას, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აზერ სულეიმანოვმა ახალქალაქის ერთ-ერთ სოფელში ყარაბაღის ომის მონაწილის ბიუსტის აღმართვასთან დაკავშირებით საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.

მისი შეფასებით, განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ძეგლის გახსნას ესწრებოდა საქართველოში სომხეთის ელჩი და საქართველოს პარლამენტის წევრები ”ქართული ოცნებიდან” ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი.

„ცერემონიაში მონაწილეობდნენ აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები - ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი და საკრებულოს თავმჯდომარე, ნაირი ირიციანი. საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოიხადოს მომხდარი ფაქტის გამო, დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ძეგლის დემონტაჟი და მკაცრად უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა ეს უკანონო საქციელი და ამით შურაცხყოფა მიაყენა უდანაშაულოდ დახოცილ ადამიანთა სულებს“, - წერს აზერ სულეიმანოვი.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა