გიორგი გახარია - შს სამინისტროს სისტემურ განახლებაში აკადემიას კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი აქვს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემურ განახლებაში აკადემიას კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი აქვს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას და განახლებული სასწავლო-ინფრასტრუქტურული სივრცის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, 2018 წელს აკადემია პროფესიულ საპოლიციო საგანმანათლებლო დაწესებულებად გარდაიქმნა და სამინისტროს კვალიფიციური ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფას ემსახურება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიცვალა სამსახურში მიღების წესი და სწორედ აკადემია ყალიბდება სისტემაში მოხვედრის ერთადერთ გზად. გარდა ამისა, ინერგება ანაზღაურებადი სტაჟირების მოდელი. 2018 წელს აკადემიაში შემუშავდა და განახლდა 46 ახალი პროგრამა/ტრენინგი, რომლებიც პოლიციელთა სათანადო ცოდნითა და უნარებით აღჭურვას უზრუნველყოფს. მათ შორის შეიქმნა მართლწესრიგის ოფიცერთა სასწავლო პროგრამა, რომლის საფუძველზეც უკვე გადამზადდა 66 ოფიცერი და ამჟამად მიმდინარეობს 84 ოფიცრის გადამზადება. ასევე, შემუშავდა გამომძიებელთა სასწავლო პროგრამაც. საგამოძიებო სისტემის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია 1200-მდე გამომძიებლის გადამზადება. მხოლოდ გასულ წელს, აკადემიაში პროფესიული მომზადება გაიარა 4139-მა პოლიციელმა, რაც წინა წლის მონაცემებს 46%-ით აღემატება. აღსანიშნავია ისიც, რომ ელექტრონული სწავლების მეთოდის საშუალებით დამატებით გადამზადდა 16 692 პოლიციელი“, - ნათქვამია შს სამინისტროს ინფორმაციაში.

„აკადემია არის სისტემურად მნიშვნელოვანი კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში და ჩვენ კარგად გვესმის, რომ განათლება, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, მოტივაციასთან ერთად, არის ის ძირითადი მამოძრავებელი ძალა, რომელმაც საპოლიციო საქმიანობა ხარისხობრივად ახალ დონეზე უნდა აიყვანოს. სისტემურ განახლებაში აკადემიას აქვს კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აკადემიაში დაათვალიერა საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში განხორციელებული პროექტები, მათ შორის აკადემიის 93-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომელსაც 2018 წელს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და რეგიონებიდან აკადემიაში სასწავლებლად ჩამოსულ პოლიციელებსა და ტრენერებს მოემსახურება. განახლდა საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი, სიმულაციური სწავლების სივრცე, განხორციელდა აკადემიის ეზოს და სკვერის კეთილმოწყობა.

ასევე, 2019 წელს აკადემიის ბაზაზე მოეწყობა პოლიციელთა საცეცხლე ტაქტიკური სწავლების ახალი სივრცე.

საპოლიციო ინფრასტრუქტურის და სასწავლო პროგრამების განახლება აკადემიაში 2019 წელსაც გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა