„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, სოფელ არაშენდაში ახალი სასათბურე მეურნეობა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში მცხეთა-მთიანეთში, სოფელ არაშენდაში ახალი სასათბურე მეურნეობა ამოქმედდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოდან აცნობეს, მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ არაშენდაში ფერმერმა გიორგი სინაძემ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა ააშენა. ფერმერს ღია გრუნტზე სხვადასხვა ჯიშის ყვავილები მოჰყავს. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 23,831 ლარი შეადგინა, საიდანაც 9,532 ლარი გრანტია, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობამ 14,298 ლარია.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს საგრანტო მენეჯერმა, თორნიკე კაპანაძემ, მცხეთა- მთიანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, ირაკლი ცქიტიშვილთან ერთად, სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო.

სააგენტოს განცხადებით, 420 კვ.მ განთავსებულ სათბურში ნოემბრის თვიდან მაისამდე, ფერმერს წელიწადში დაახლოებით 60 000 ყვავილი მოჰყავს, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე ახდენს. სასათბურე მეურნეობაში დასაქმებულია 5 ადამიანი.

პროექტი განხორციელდა „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) მხარდაჭერით. პროგრამას სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდი (GEF) აფინანსებს. პროგრამით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40%-ს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა 60% -ია. პროექტის დაწყებიდან დღემდე დაფინანსება 418 ბენეფიციარმა მიიღო, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების ოდენობამ 8,461,806 ლარი შეადგინა.

სააგენტოს ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო