ნოდარ ხადური მებაჟეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ნოდარ ხადური მებაჟეებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

„26 იანვარს საბაჟოს საერთაშორისო დღე აღინიშნება. ჩემთვის დიდი პატივია, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს სახელით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უკლებლივ ყველა თანამშრომელს, მებაჟე-ოფიცერს მოგილოცოთ პროფესიული დღესასწაული. ჩემო მეგობრებო, უმნიშვნელოვანესია თქვენი როლი ქვეყნის ეკონომიკური და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. თქვენ, 24 საათის განმავლობაში, ყოველდღიურად, მიუხედავად იმისა, სამუშაო დღეა თუ დღესასწაული, დარი თუ ავდარი, ღირსეულად ასრულებთ თქვენს უფლება-მოვალეობებს და იცავთ საქართველოს ეკონომიკურ საზღვრებს. თქვენმა გამჭრიახობამ, გამოცდილებამ, თავდადებამ ბევრჯერ უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადაარჩინა. მინდა მოგილოცოთ საბაჟოს საერთაშორისო დღე. ჯანმრთელობა და წარმატებები გისურვოთ. რომ არა თქვენი მუხლჩაუხრელი, თავდადებული შრომა, საქართველოს არ ექნებოდა ასეთი მოდერნიზებული და ეფექტური საბაჟო უწყება. თქვენთან მუშაობის პერიოდში, ჩვენ ერთად გავიარეთ და დავადასტურეთ ერთი ცნობილი გამონათქვამი "საზღვრები ყოფს, საბაჟოები აერთიანებს". მადლობას გიხდით თითოეული დღისთვის, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე ატარებთ. იყო მებაჟე, დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა“, – ნათქვამია მილოცვის ტექსტში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო