თბილისში, გურამიშვილის 80 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

თბილისში, გურამიშვილის 80 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ისინი რამდენიმე დღეა ეზოში აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ კორპუსის მშენებლობის გამო მათ ეზოში გადის ტექნიკა, რაც იქ მდებარე ძველ კორპუსს აზიანებს. მოსახლეობის ინტერესების დამცველის არასამთავრობო ორგანიზაცია "მედია კომუნიკატორის" წარმომადგენლის ალექსანდრე ახალმოსულიშვილის განცხადებით, ამ ადგილას მერიამ მოსახლეობას სკვერის გაკეთებაზე უარი უთხრა, რადგან ნაშალი მიწაა და შემდეგ კომპანიას მისცა 8-სართულიანი კორპუსის აშენების ნებართვა.

„საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ 18-სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავენ. აქ არ შეიძლება 40-ტონიანი მანქანების გავლა, რადგან საფრთხეს შეუქმნის ძველ შენობას", - განაცხადა ახალმოსულიშვილმა.

რაც შეეხება კომპანიას, მისი იურისტის თქმით, მშენებლობამდე მისასვლელი ორი გზაა და ორივე მოსახლეობას აქვს გადაკეტილი.

"სამშენებლო ტექნიკა მრავალტონიანია, მაგრამ სიგანეში 3 მეტრს არ აღემატება. შესაბამისად, თავისუფლად გაივლის ამ ტერიტორიაზე. მოძრაობის სქემა შეთანხმებულია ქალაქის მერიასთან და საპატრულო პოლიციასთან", - განაცხადა ადოკატმა იასონ ბესელიამ.

კორპუსს "ეიმ ბილდინგ კომპანი" აშენებს და მშენებლობა 2020 წლის 18 დეკემბერს დასრულდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს