86 წლის ასაკში კომპოზიტორი მიშელ ლეგრანი გარდაიცვალა

86 წლის ასაკში ფრანგი კომპოზიტორი მიშელ ლეგრანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო კომპოზიტორის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, მიშელ ლეგრანი პარიზში საკუთარ სახლში ღამით გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ მიშელ ლეგრანი ერთადერთი კომპოზიტორი იყო, ვინც სამი „ოსკარი“ და Grammy-ს ხუთი პრემია მოიპოვა ნომინაციაში „საუკეთესო მუსიკა“.

მისი დისკოგრაფია ასზე მეტ ალბომს მოიცავს. ის ფრენკ სინატრასთან, შარლ აზნავურთან, ბარბარა სტრეიზანდთან ერთად მუშაობდა და პრესტიჟული საერთაშორისო ფესტივალების ჟიურის ხელმძღვანელი იყო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს