ნაზი ჯანეზაშვილი - პარლამენტმა იუსტიციის საბჭოში ისეთი არამოსამართლე წევრები აირჩია, რომელთაც „კლანის“ წარმომადგენლები უვადო მოსამართლეებად გაამწესეს

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოში აირჩია არამოსამართლე წევრები, რომელთაც „კლანის“ წარმომადგენლები უვადო მოსამართლეებად გაამწესეს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.

ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, პარლამენტმა არამოსამართლე წევრების დიდი ნაწილის არჩევის დროს შეცდომა დაუშვა, რითიც ის იდეა მოკლა, რისთვისაც 2013 წელს არამოსამართლე წევრის ინსტიტუტი შემოიღეს.

“პარლამენტში ისეთი არამოსამართლე წევრები აირჩიეს, რომლებმაც კლანის წევრები მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გაამწესეს. სერიოზული შეცდომები დაშვებულია, რომლის გამოსწორების შანსი ამ პარლამენტს ჯერ კიდევ აქვს”, - აღნიშნა ჯანეზაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა