გიორგი მიქაუტაძე - ნებისმიერ ადამიანს, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ მოსამართლის ქმედებაში დისციპლინარული გადაცდომის ნიშნები იყო, უფლება აქვს დამოუკიდებელ ინსპექტორს მიმართოს

არამხოლოდ ეკა ბესელიას, არამედ ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ მოსამართლის ქმედებაში დისციპლინარული გადაცდომის ნიშნები იყო, უფლება აქვს დამოუკიდებელ ინსპექტორს მიმართოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა გიორგი მიქაუტაძემ განუცხადა.

მიქაუტაძის თქმით, შემდგომში დამოუკიდებელი ინსპექტორი გადაწყვეტს, როგორ წარიმარათება პროცედურები.

“ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული შემთხვვევა. იცით, რომ ასობით და ათასობით დისციპლინური საჩივარია, რომელსაც დამოუკიდებელი ინსპექტორი და შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იხილავს. ამიტომ ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. არამხოლოდ ეკა ბესელიას, არამედ ძალიან ბევრ ადამიანს უჩნდება გარკვეული პრეტენზიები - ზოგჯერ საფუძვლიანი, ზოგჯერ - უსაფუძვლო, მაგრამ ეს ალბათ აუცილებლად გახდება შესაბამისი ორგანოების მსჯელობის საგანი", - განაცხადა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ წევრი ეკა ბესელია აპირებს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების მოთხოვნით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართოს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა