ნაზი ჯანეზაშვილი - პარლამენტს ხუთი ძირითადი პრინციპი შევთავაზეთ, რომელთა საფუძველზეც მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევა უნდა მოხდეს

ჩვენ პარლამენტს ხუთი ძირითადი პრინციპი შევთავაზეთ, რომელთა საფუძველზეც მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევა უნდა მოხდეს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა 25-ე რიგგარეშე კონფერენციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განუცხადა.

“იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის წარმდგენი ორგანო. შესაბამისად, პროცესი, რომელიც საბჭოში წარიმართება, საფუძვლიანი და დეტალურად მოწესრიგებული უნდა იყოს. ვთავაზობთ, რომ კონკურსი გამოცხადდეს. ვთავაზობთ ინტერესთა კონფლიქტის სტანდარტებს, ღია გასაუბრებას და ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი - შეიქმნას საკონსულტაციო ჯგუფი, რაც გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების, ადვოკატების და სახალხო დამცველის ჩართულობას. ვფიქრობთ, ეს სტანდარტი ყველაზე მეტად უზრუნველყოფს ღირსეული კანდიდატურების შერჩევას", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო