ირაკლი ხმალაძე ვაკის გამგებლის მოადგილის დაკავებაზე - ვინც მუნიციპალიტეტში მუშაობს და მსგავსი რამ თავში გაუვლია, იგივე გზას დაადგებით

ყველა თანამშრომელმა, ვინც კი მუნიციპალიტეტში მუშაობს და მსგავსი რამ თავში გაუვლია - მოგყვებით ბოლომდე და აუცილებლად დაადგებით იგივე გზას, როგორსაც ადგანან კორუფციაში ჩართული ადამიანები, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

ხმალაძე გამოეხმაურა ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავებას. მან გამოძიების და საქმის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა მუნიციპალიტეტის ყველა წარმომადგენელს ყურადღებით და ფრთხილად ყოფნისკენ მოუწოდა.

„ძალიან ცუდია, რომ ჯერ კიდევ ვერ გაიგო ყველამ, რომ არსებობს რაღაცები, რისი გაკეთებაც არ შეიძლება და რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. თუ გავიხსენებთ ამ წლის დასაწყისში პირველივე სხდომაზე მერმა გააკეთა განცხადება და გააფრთხილა ყველა, რომ ყველა ყოფილიყო ფრთხილად, ხოლო ვინც ეს განცხადება ასე მარტივად გაატარა და მიიღო გადაწყვეტილება კორუფციაში ჩართვაზე, გაეცემა შესაბამისი პასუხი. მე არ მინდა ბრალზე ვისაუბრო წინასწარ, რადგან ამას აქვს თავისი სამართლებრივი პროცესი და არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ყველა თანამშრომელმა, ვინც კი მუნიციპალიტეტში მუშაობს და მსგავსი რამ თავში გაუვლია - მოგყვებით ბოლომდე და აუცილებლად დაადგებით იგივე გზას, როგორსაც ადგანან კორუფციაში ჩართული ადამიანები“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ სუს-მა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე თბილისის მერიის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა დააკავა.

სუს-ის ინფორმაციით, თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო