ბადრი კოჭლამაზაშვილი - „ყოველთა საქმეთა ექსპერტები“ ერთნაირი „კომპეტენტურობით" საუბრობენ მელიორაციასა და მართლმსაჯულებაზე, ბირთვულ ფიზიკასა და კულტურაზე

სასამართლო სისტემა გონივრული კრიტერიუმების დაწესების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ნურავის ჰგონია, რომ ეს კრიტერიუმები სისტემის შიგნით მყოფი ადამიანებისთვის ბარიერად, ხოლო გარეთ მყოფი ადამიანებისთვის - გზამკვლევად უნდა იქცეს, - ამის შესახებ მოსამართლეთა 25-ე რიგგარეშე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოსამართლეებს წლების განმავლობაში ესმით შეურაცხმყოფელი განცხადებები იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლება ჰგონია.

"ჩვენ გვესმის დაუსაბუთებელი და ზღვარგადასული კრიტიკა და თითქოს ამას ზოგი შეეჩვია კიდეც. ჩვენ წლების განმავლობაში გვესმის შეურაცხმყოფელი განცხადებები იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლება ჰგონია. მე შეგახსენებთ გამოხატვის თავისუფლების მათეულ განმარტებას - გამოხატვის თავისუფლება არის უცხოური წარმოშობის უფლება, რაც ქართულად „შეურაცხყოფას“ ნიშნავს. ეს გასაკვირი არ იქნებოდა, ამას რომ არ აკეთებდნენ ზოგიერთი უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები. ამ უკანასკნელ დღეებში ჩვენ გავხდით უცნაური და უჩვეულო მოთხოვნების და მოწოდებების მსმენელები. ბოლო დღეებში ხშირად გაიგონებთ ასეთ მოთხოვნებს - დაიშალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, გადადგეს თანამდებობიდან ესა თუ ის მოსამართლე, არ მიეცეს იუსტიციის საბჭოს კონკრეტული კანდიდატურების წარდგენის უფლება. ვის აქვს ასეთი მოთხოვნების დაყენების უფლება? რა საერთო აქვს ასეთ მოთხოვნებს კონსტიტუციასა და დემოკრატიასთან? შემდეგ ამ საკითხზე სასაუბროდ იწვევენ ისეთ ექსპერტებს,რომელთა ნაწილს პირადად მე „ყოველთა საქმეთა ექსპერტებს“ ვუწოდებ, ვინაიდან მათ ერთნაირი „კომპეტენტურობით" შეუძლიათ ისაუბრონ მელიორაციასა და მართლმსაჯულებაზე, ბირთვულ ფიზიკასა და კულტურაზე. ვუსმენ ამ ადამიანებს და ვხვდები, რაოდენ დიდ არაკომპეტენტურობას ამჟღავნებენ ისინი მართლმსაჯულების საკითხებში. მაგრამ ჩვენი საზოგადოების ნაწილი ექცევა ამ ექსპერტული მოსაზრებების გავლენის ქვეშ და ფიქრობს, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს იუსტიციის საბჭოს დაშლა, მოსამართლეების თანამდებობიდან გათავისუფლება და რაღაც კრიტერიუმების დაწესება წარმოადგენს. ხაზგასმით უნდა აღინიშნას, რომ სასამართლო სისტემა გონივრული კრიტერიუმების დაწესების წინააღმდეგი არ არის. მაგრამ ნურავის ნუ ჰგონია, რომ ეს კრიტერიუმები სისტემის შიგნით მყოფი ადამიანებისთვის ბარიერად, ხოლო გარეთ მყოფი ადამიანებისთვის - გზამკვლევად უნდა იქცეს. რაც შეეხება სისტემის გარედან კადრების შემოდინებას, არც ამის წინააღმდეგი არასდროს ვყოფილვართ. ყველა ღირსეული კადრს სასამართლო სიამოვნებით მიიღებს", - განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა