აუდიტის სამსახურის დასკვნით, ჭიდაობის ფედერაციამ ვიქტორინაში გამარჯვებული მაყურებლისთვის მობილური ტელეფონები შეიძინა, თავად ვიქტორინა კი სავარაუდოდ, არ ჩატარებულა

სახელმწიფო აუდიტის განცხადებით, 2016 წლის დეკემბერში ჭიდაობის ფედერაციამ ვიქტორინაში გამარჯვებული მაყურებლისთვის შეიძინა მობილური ტელეფონები, თავად ვიქტორინა კი სავარაუდოდ, არ ჩატარებულა.

როგორც აუდიტის სამსახურის დასკვნაშია ნათქვამი, ჩამოწერის აქტით არ ხდება ვიქტორინაში გამარჯვებული პირების იდენტიფიცირება და შესაბამისად, არ დასტურდება მათზე ტელეფონის აპარატების გადაცემის ფაქტი.

„2016 წლის ფალავნობაში ჩასატარებელი ღონისძიების დაფინანსების მიზნით, სპორტის სამინისტროსა და ქართული ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას შორის 2016 წლის 11 მარტს გაფორმებული გრანტის გაცემის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, სამინისტროში წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, 2016 წლის 5 დეკემბერს ფედერაციას ჩაერიცხა 22 300 ლარი. სამინისტროში 2016 წლის დეკემბერში წარდგენილი საავანსო ანგარიშის შესაბამისად, გრანტის თანხიდან 2016 წლის 20 დეკემბერს შესყიდულია 4 300 ლარის ღირებულების 12 ცალი მობილური ტელეფონი. ტელეფონების შესყიდვის მიზნით, ი/მ ნატო ბოჭორიშვილს 4 300 ლარი გადაერიცხა 2016 წლის 16 დეკემბერს.

სასაქონლო ზედნადები გამოწერილია 2016 წლის 23 დეკემბერს, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილია 2016 წლის 20 დეკემბერს, ფალავნობის ღონისძიება კი ჩატარდა 2016 წლის 16-17 დეკემბერს და შესაბამისად, ვიქტორინის გამართვა და გამარჯვებულების დაჯილდოება უნდა მომხდარიყო ამავე პერიოდში. ჩამოწერის აქტის შესაბამისად, 4 300 ლარის ღირებულების საჩუქრების გამარჯვებულ მაყურებელზე გადაცემას ხელმოწერებით ადასტურებს ფედერაციის გენერალური მდივანი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ფედერაციის გენერალური მდივნის და ვიცე-პრეზიდენტის წერილობითი განმარტებებით კი, აღნიშნულ ჩამოწერის აქტზე მათი ხელმოწერები არ არის.

მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულებებით არ დასტურდება ვიქტორინის ჩატარების ფაქტი. არ არის განსაზღვრული ვიქტორინის თემატიკა და არ არის შემუშავებული მისი გამართვის და გამარჯვებულის გამოვლენის წესი. ჩამოწერის აქტით არ ხდება ვიქტორინაში გამარჯვებული პირების იდენტიფიცირება და შესაბამისად, არ დასტურდება მათზე ტელეფონის აპარატების გადაცემის ფაქტი. დასკვნა მოცემული ხარჯვითი ოპერაცია შეიცავს ფიქტიური ოპერაციის ნიშნებს და ზრდის თაღლითობის რისკებს“, - ნათქვამია ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ 2016-2017 წლებში განხორციელებული ხარჯვითი ოპერაციების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს