გიორგი მიქაუტაძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ დაუშვებს სასამართლო სისტემის, ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოს საქმიანობაში ჩარევას

იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ დაუშვებს სასამართლო სისტემის, ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოს საქმიანობაში ჩარევას და ამის ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებს. დღევანდელი მდგომარეობით სასამართლო კორპუსი არის ერთიანი და ძლიერი,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ მოსამართლეთა 25-ე რიგგარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო სისტემის მისამართით მიზანმიმართული და ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს, რომელიც აგებულია სიცრუესა და უსაფუძვლო ბრალდებაზე, ეს კი სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობას აზიანებს.

როგორც მიქაუტაძემ აღნიშნა, უსაფუძვლო ბრალდებებს არაერთხელ გაეცა არგუმენტირებული პასუხი. მიქაუტაძემ კონფერენციაზე პოლიტიკოსებს, არასამთავრობო სექტორს მოუწოდა, სასამართლო სისტემის მიმართ არაჯანსაღი კრიტიკა შეწყვიტონ.

"თითქმის არ არსებობს მოსამართლე, რომელსაც საზოგადოებაში ამ თუ იმ ფორმით გახმაურებული საქმეები არ ექნება განხილული. თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ მოსამართლე ვერ მიიღებს საზოგადოების ნაწილის ან თუნდაც უმრავლესობის შეხედულებისამებრ გადაწყვეტილბას. მოსამართლე გადაწყვეტილებას კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე იღებს. ჩვენ, ნამდვილად არ ვართ ჯანსაღი კრიტიკის წინააღმდეგი, თუმცა, მინდა მოვუწოდო ყველა იმ პირს - იქნება ეს პოლიტიკოსი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, თუ სხვა - სასამართლო სისტემაზე უკანონო ზეწოლა შეწყვიტონ და პროცესი სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს. გამოიჩინონ მეტად საქმიანი მიდგომა და მეტი კონკრეტიკა შეიტანონ იმ განზოგადოებულ ფრაზებში, რომლის მიზანია შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება. მზად ვართ, ნებისმიერ კონკრეტულ შეკითხვას ვუპასუხოთ ნებისმიერ ფორმატში და ადგილზე. იუსტიციის უმაღლსი საბჭო არ დაუშვებს სასამართლო სისტემის, ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოს საქმიანობაში ჩარევას და ამის ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებს. დღევანდელი მდგომარეობით სასამართლო კორპუსი არის ერთიანი და ძლიერი. სასამართლო სისტემა არის უპრეცედენტოდ დამოუკიდებელი, რაც განმტკიცებულია კონსტიტუციით და ორგანული კანონით “საერთო სასამართლოების შესახებ“. ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ საკანონმდებლო რეფორმების სწორ იმპლემენტაციას. დავასრულებთ, როგორც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს, ასევე უზენასი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის პროცესს", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

მოსამარლეთა რიგგარეშე 25-ე კონფერენციას 273 მოსამართლე ესწრება.

იხილეთ ვიდეო:

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა