დავით ზალკალიანი არგენტინის ტურიზმის მინისტრს შეხვდა

ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ქალაქ მადრიდში არგენტინის რესპუბლიკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა გამართა არგენტინის რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრთან გუსტავო სანტოსთან. ღონისძიებას ასევე გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი ესწრებოდა.

დავით ზალკალიანმა გუსტავო სანტოსთან მიმოიხილა საქართველო-არგენტინის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ლათინური ამერიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების პრიორიტეტულობას. საუბარი ასევე შეეხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის დიდ პოტენციალს. მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილია საქართველოსა და არგენტინას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

სამინისტროს ინფორმაციით, როგორც გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ასევე არგენტინის რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრის მხრიდან უაღრესად დადებითად შეფასდა საქართველოს ტურისტული პოტენციალი და ის მზარდი დაინტერესება, რასაც საქართველო, როგორც ტურისტული დანიშნულების ქვეყანა, იძენს საერთაშორისო ვიზიტორების, მათ შორის, ესპანელი ტურისტების მხრიდან.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ესტუმრება ტურიზმის საერთაშორისო გამოფენას “FITUR”, რომელიც ესპანეთის მეფემ გახსნა და სადაც საქართველო სხვადასხვა რეგიონის პავილიონითაა წარმოდგენილი. გამოფენის გახსნის ცერემონიაზეა მსოფლიოში ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ესპანეთის მეფეს ორგანიზაციის სიგელი გადასცა.

არგენტინის მიღებაზე მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილ ვიზიტზე არგენტინასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო