მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე ნაზი ჯანეზაშვილის გამოსვლას ხმაური მოჰყვა

მე დღეს დავრწმუნდი, რომ სასამართლო სისტემაში არის "კლანი",- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯანეზაშვილის ამ განცხადებას უარყოფითი რეაქციები მოჰყვა გარკვეული მოსამართლეების მხრიდან.

"დღეს ჩემი გამოსვლა დაუგეგმავია. ჩემთვის მეტ-ნაკლებად ცხადი იყო თუ რას ეძღვნებოდა დღევანდელი კონფერენცია,მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემს მოლოდინს გადააჭარბა, რადგან არ მეგონა ამდენი ადამიანი შეიკრიბებოდა იმისთვის, რომ ჩემი და ანა დოლიძის მიმართ გამოეთქვა დაუსაბუთებელი კრიტიკა და მოსამართლისთვის შეუფერებელი მოსაზრებები. მე არც ერთი მოსამართლე არასდროს გამიკირტიკებია მისი გადაწყვეტილებების გამო და მიმაჩნია, რომ მოსამართლე უნდა იყოს დამოუკიდებელი და ამას ხელს უნდა უწყობდეს იუსტიციის საბჭო, მაგრამ დღეს სამწუხაროდ ვხედავ, რომ ყველა ის ადამიანი ვინც აქ იმყოფება, არის ერთ აზრზე. ეს არის ჩემი მოსაზრება და გულისტკივილი, როგორც ერთი მოქალაქის. მიუხედავად ამისა, მაინც მჯეროდა, რომ მოვისმენდი განსხვავებულ მოსაზრებებს, მაგრამ ძალიან ვწუხვარ,რომ აქ ვხედავ იგივე ვითარებას, რაც ხდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში",- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

დღეს მოსამართლე გიორგი მიროტაძემ ანა დოლიძის და ნაზი ჯანეზაშვილის მისამართით განცხადება გააკეთა.

„ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე! სამწუხაროა, როცა ყველა მოსამართლეს ტალახს ერთდროულად ესვრით! - კორექტულ ფარგლებში უნდა ვისაუბროთ და საბჭოს წევრები იმიტომ ბრძანდებით, რომ ცოტა ახლოს იყოთ ჩვენთან,- ასე მიმართა მოსამართლე გიორგი მიროტაძემ მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე არამოსამართლე წევრებს ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს.

მიროტაძე არამოსამართლე წევრების იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც სასამართლო სისტემის "კლანის" მიერ მართვას შეეხება. მიროტაძის თქმით, მოსამართლეებისთვის ეს განცხადება შეურაცხყმოფელია.

იხილეთ ვიდეო: მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე ნაზი ჯანეზაშვილის გამოსვლას ხმაური მოჰყვა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო