ქარიშხლის შედეგად,  ანტალიის აეროპორტში  12 ადამიანი დაშავდა

ქარიშხლის შედეგად, ანტალიის აეროპორტში სულ მცირე 12 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ანტალიის პროვინციის გუბერნატორმა მიუნირ ქარალოღლუმ განაცხადა.

„აეროპორტის ტერიტორიაზე ავტობუსი და მიკროავტობუსი გადატრიალდა. ასევე დაზიანებულია ორი თვითმფრინავი და საპოლიციო ვერტმფრენი. 12 ადამიანი დაშავებულია. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს არაფერი ემუქრება“, - განაცხადა გუბერნატორმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა, აეროპორტი ნორმალურ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას.

იხილეთ ვიდეო: ქარიშხლის შედეგად ანტალიის აეროპორტში სულ მცირე 12 ადამიანი დაშავდა - ავტობუსი და მიკროავტობუსი გადატრიალდა, დაზიანებულია 2 თვითმფრინავი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა