27 იანვრიდან ვახუშტის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება

სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ხვალიდან ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“თბილისის მერიიდან აცნობეს, ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით. შეზღუდვა 27 იანვარს, 09:00 საათიდან ამოქმედდება.

„შესაბამისად, დროებით შეიცვლება ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც: N51 ავტობუსი და მიკროავტობუსები სააკაძის დაღმართიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან, „ლაგუნა ვერესთან“ გმირთა მოედნისკენ აუხვევენ, გაივლიან ცირკის მიმდებარე ტერიტორიას, გადაკვეთენ თამარ მეფის ხიდს, რის შემდეგაც მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებენ. ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის,“ – აცხადებენ მერიაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო