მზია თოდუა - ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე საკუთარ აზრს გამოთქვამენ, მათ თავიანთი პოზიცია აქვთ, თქვენ - თქვენი, ამაზე უარესი გაგვივლია

ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე საკუთარ აზრს გამოთქვამენ, მათ თავიანთი პოზიცია აქვთ, თქვენ - თქვენი. ამაზე უარესები გაგვივლია, არასდროს შევსულვართ კონფრონტაციაში,- ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ მოსამართლეთა 25-ე რიგგარეშე კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, უზენაეს სასამართლოში საჭირო რაოდენობის მოსამართლე არ არის, ამიტომ საჭიროა სასამართლოს დროულად დაკომპლექტება.

მზია თოდუას თქმით, იმის გამო, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად კრიტერიუმები და პროცედურები არ იყო გაწერილი, გამოიწვია არსებული აჟიოტაჟი.

„სამწუხაროდ, კანონმდებელმა გააკეთა ისე, რომ კრიტერიუმები არ გაწერა კანონში. ამან გამოიწვია ეს აურზაური. როდესაც პარლამენტის წევრებთან პირადი საუბარი მქონდა, ვეუბნებოდი, რომ კრიტერიუმები არ ეწერა. ვუთხარი, რომ ეს პრობლემას შექმნიდა. როცა ეს სია გამოქვეყნდა, მე პერსონალებზე პრეტენზია არ გამომითქვამს, თუმცა ვთქვი, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევდა საზოგადოებაში უარყოფით რეაქციას. 24 დეკემბერს სია წარედგინა პარლამენტს, 25 დეკემბერს კი ჩემი განცხადება გახდა ცნობილი სიასთან დაკავშირებით. თუ თქვენ ამ განცხადებას დააკვირდებით, იქ ყველაფერი კონსტრუქციულად იყო ნათქვამი. მართალია ეს კანონში არ ეწერა, მაგრამ ჩვენ შეგვეძლო შევკრებილიყავით და თვითონ გაგვეკეთებინა იმ წესით მაინც, რაც პირველი და მეორე ინსტანციისთვის იყო დადგენილი. ახლა კი, რაც იყო, იყო! ყველაფერი თანდათან დგება კალაპოტში. გარდა ამისა, ისეთ მკვეთრ განცხადებებს, რომ "კლანია" და ა.შ. სჭირდება მეტი დასაბუთება", - განაცხადა მზია თოდუამ.

მისი თქმით, ახლა უკვე დროა, რომ ვითარებამ კონსტუქციულ რეჟიმში გადაინაცვლოს.

"ვფიქრობ,რომ კონსტრუქციულ ჭრილში უნდა გადავიდეთ. რასაკვირველია, ეს არ არის კატასტროფა და არც ქვეყნის დასასრული. მიმდინარეობს ჩვეულებრივი პროცესები,რაც უნდა მიდიოდეს. უზენაეს სასამართლოში ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ მოსამართლეთა სრული შემადგენლობა არ არის, თუმცა კოლაფსიც არ არის. კოლაფსი იმიტომ არ არის, რომ მოსამართლეები, რომლებიც დღეს საქმიანობენ უზენაეს სასამართლოში, თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ, მაგრამ შესაძლებლობასაც თავისი საზღვარი აქვს. ამიტომ ხვალ და ზეგ, რომ კოლაფსი არ შეიქმნას, პრაგმატულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხებს. დროულად უნდა მოხდეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების განმწესება. ამიტომ, ვფიქრობ, არ არის საჭირო ზოგიერთ კოლეგას ვუთხრათ საყვედური, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე საკუთარ აზრს გამოთქვამენ, მათ თავისი პოზიცია აქვთ, თქვენ - თქვენი", - განაცხადა მზია თოდუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!