ესპანეთი და საფრანგეთი ხუან გუაიდოს პრეზიდენტად აღიარებენ,  თუ  8 დღეში ვენესუელაში არჩევნები  არ ჩატარდება

თუ რვა დღეში ვენესუელაში თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდება, ესპანეთი ხუან გუაიდოს ვენესუელას პრეზიდენტად აღიარებს, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარემ პედრო სანჩესმა განაცხადა.

„ვენესუელაში დემოკრატია და თავისუფალი არჩევნები გვსურს. თუ რვა დღის განმავლობაში ვენესუელაში არ ჩატარდება სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები, ესპანეთი ხუან გუაიდოს ვენესუელას პრზიდენტად აღიარებს“, - განაცხადა პედრო სანჩესმა.

მისივე თქმით, „ვენესუელაში უკვე წლებია ადგილი აქვს პოლიტიკურ, დემოკრატიულ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ კრიზისს“.

ზუსტად იგივე პოზიცია დააფიქსირა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

„ვენესუელელ ხალხს უნდა შეეძლოს თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ მომავალზე. თუ რვა დღეში ვენესუელაში არჩევნები არ ჩატარდება, მზად ვიქნებით ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად ვაღიაროთ, რათა ბიძგი მივცეთ პოლიტიკურ პროცესს. ევროპელი პარტნიორები ვმუშაობთ ამაზე“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის ამ სტატუსით უკვე აღიარა: აშშ-მ, კანადამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, პარაგვაიმ, პერუმ, ჩილემ, ეკვადორმა და საქართველომ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს