ამირან გამყრელიძე ორსულებს მიმართავს, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ ჩაიტარონ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ორსულებს მიმართავს, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ ჩაიტარონ. გამყრელიძის განცხადებით, ორსულთათვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისგან განსხვავებით, წითელას ინფექციაზე ვაქცინაცია დაუშვებელია.

„მოგეხსენებათ, ქვეყანაში მიმდინარეობს ინტენსიური ღონისძიებები წითელას ეპიდაფეთქების შეკავებისთვის. ამის ყველაზე საუკეთესო საშუალება მასობრივი ვაქცინაციაა. ბოლო მონაცემებით, ერთი კვირის განმავლობაში დამატებითი 22 ათასი ადამიანი აიცრა, რაც ძალიან კარგია. თუ ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელებთ მასობრივ ვაქცინაციას, მაშინ დარწმუნებული ვარ, წითელას ეპიდაფეთქების ქვეყნაში მალე შევაკეთებთ. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა განცხადება გავაკეთო, რადგან შემოდის კითხვები სამედიცინო დაწესებულებებში ორსული ქალბატონების წითელას საწინააღმდეგო აცრებთან დაკავშირებით. ხაზს ვუსვამ, არ შეიძლება ორსული ქალების წითელას საწინააღმდეგო აცრა. იმის გამო, რომ მიმდინარეობს გრიპის საწინააღმდეგო აცრები და ორსულები ყველაზე მაღალ რისკ ჯგუფს წარმოადგენენ, ჩვენ რეკომენდაციას გავცემთ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით ორსულები უნდა აიცრან. ბოლო მონაცემებით, გრიპის საწინააღმდეგო აცრებისთვის პოლიკლინიკებსა და ამცრელ კაბინეტებს 100-მა ორსულმა მიმართა, რაც კარგია, მაგრამ ხაზს ვუსვამ, კატეგორიულად არ შეიძლება წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით ორსულების აცრა", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მათი რეკომენდაციაა, ქალებმა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორსულობამდე სამი თვით, ან ყველაზე მცირე ერთი თვით ადრე ჩაიტარონ.

იხილეთ ვიდეო: "მინდა განცხადება გავაკეთო, იმიტომ რომ შემოდის კითხვები" - ამირან გამყრელიძის მიმართვა ორსულებს და ერთი რჩევა დაფეხმძიმების მსურველებს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს