დიმიტრი გვრიტიშვილი  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებას პასუხობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის მზია თოდუას განცხადებას ეხმაურება.

„თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ქალბატონო მზია, საკითხის ასე დაყენება მგონია, რომ მთლად სწორი არ არის,იმიტომ, რომ წინასწარი კონსულტაციების გავლას არავითარი სამართლის ნორმა არ გვავალდებულებდა, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

როგორც მოსამართლეთა რიგგარეშე 25-ე კონფერენციაზე, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენასი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატები პარლამენტს კონსტიტუციის დაცვით წარუდგინა. მისივე განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ უზენაეს სასამართლოში კრიზისული სიტუაცია ნამდვილად არის შექმნილი, შეირჩა ღირსეული კანდიდატები.

„კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომ შევიდა ძალაში ეს პასუხისმგებლობა პრეზიდენტისგან პირდაპირ გადმოვიდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე, ისე, რომ უკვე ჩვენ გავხდით გარკვეულწილად პასუხისმგებლები - როგორ იფუნქციონირებს უზენაესი სასამართლო, რა ვადებში და როგორი კადრებით დაკომპლექტდება. არ ვიცი, ეს საკანონმდებლო ხარვეზი იყო თუ ვაკუუმი, ჩვენ, როგორც იუსტიციის საბჭოს წევრებმა, როგორც კონსტიტუციური ორგანოს პასუხისმგებელმა წევრებმა, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ გვემოქმედა ოპერატიულად. ხაზს გავუსვამ, რომ სია, კანდიდატები აღარ არსებობენ. სასამართლო ხელისუფლება დათანხმდა, რომ მონაწილეობას მიიღებს კრიტერიუმების და პროცედურების შემუშავებაში და უკვე შემდგომ შედგება განახლებული სია. ახლა საუბარი იმაზე,რომ თურმე საბჭოს წევრებს კონსულტაციები უნდა გაგვემართა კონფერენციის ფარგლებში, მე მგონი, სწორი არ არის. ახლა პროექტი, რომელიც სამუშაო ჯგუფში ჩვენი მხრიდან არის წარდგენილი, თუ როგორი მოდელი უნდა შეიქმნას უზენაეს სასამართლოს კანდიდატთა დაკომპოლექტებისთვის, ორიენტაცია გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტების მოდელზე", - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე მზია თოდუამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ ისაუბრა და მოსამართლეებს მიმართა. „მართალია, უზენაეს სასამართლოს მოსამართლე კანდიდატების შესარჩევად შესაბამისი პროცედურები კანონში არ ეწერა, თუმცა შესაძლებელი იყო, რომ შევკრებილიყავით და ჩვენ თვითონ გაგვეკეთებინა ეს იმ წესით მაინც, როგორიც იყო დადგენილი პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებისთვის“, - განაცხადა მზია თოდუამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა