ლევან დავითაშვილი - მწვანე პოლიტიკა და მწვანე ეკონომიკა ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, ამ პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება

მწვანე პოლიტიკა და მწვანე ეკონომიკა ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, ხოლო ამ პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და ხარისხის მართვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ დაგეგმილი ღონისძიების წინ განუცხადა.

„ექსპო ჯორჯიაში“ პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მონაწილეობით სპეციალური შეხვედრა იწყება, სადაც ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკის პრეზენტაცია გაიმართება.

„სუფთა ჰაერი არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ჯანმრთელობა და საქართველოში იყოს უსაფრთხო ცხოვრების პირობები“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა საწვავის ხარისხის გაუმჯობესების და ავტოპარკის განახლების მნიშვნელობას.

გარდა ამისა, როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, შეიქმნა სპეციალური პორტალი, რომლის მეშვეობით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა უწყვეტად, რეალურ დროში მიიღოს ინფორმაცია ჰაერის ხარისხის შესახებ საქართველოს ყველა იმ ქალაქიდან, სადაც ჰაერის ხარისხზე დაკვირვება მიმდინარეობს.

მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკება ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოსთან, რომ საქართველოს ატმოსფერული ჰაერის მონაცემები ჰაერის ხარისხის ევროპულ პორტალზეც უწყვეტ რეჟიმში იყოს ხელმისაწვდომი.

იხილეთ ვიდეო

ალექსანდრე თვალჭრელიძე - „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა გაცილებით უფრო მოკრძალებული, მაგრამ, ამავდროულად, გაცილებით უფრო რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2020
რევაზ კოპალაძე - ქვეყნებში, სადაც გულშემატკივრობენ საქართველოს, მტკივნეულად აღიქვამენ სახელმწიფოს ჩარევას „კავკასუს ონლაინის“ სამეწარმეო თავისუფლებაში