დავით ზალკალიანი - ვუფრთხილდებით ვიზალიბერალიზაციის მონაპოვარს და ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან აქტიურად ვმუშაობთ

ჩვენ ვუფრთხილდებით ვიზალიბერალიზაციის მონაპოვარს და ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ესპანურ მხარეს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ქართულ მხარესთან თანამშრომლობის კუთხით და მეტიც, მათი მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

„შეხვედრაზე პოზიტიურად იქნა შეფასებული ის ქმედებები, რაც ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით გადაიდგა ქართული მხარის მიერ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა რეადმისიის ვალდებულებების შესრულების მხრივ. შევთანხმდით, რომ მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ ამ საკითხებზე. ჩვენ გვაქვს ერთობლივი გეგმები და მნიშვნელოვანია, რომ ამ სფეროში თანამშრომლობის კუთხით არანაირი პრეტენზია ესპანურ მხარეს არ გამოუთქვამს, რაც მაძლევს იმის იმედს, რომ მომავალში კიდევ უფრო გავაღრმავებთ ურთიერთობას და ის მონაპოვარი, რაც გაგვაჩნია უვიზო მიმოსვლის სახით, იქნება შენარჩუნებული და გაფრთხილებული, რადგან ამას აქვს არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო უფრთხილდება“, - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ესპანეთის შს მინისტრთან შეხვედრის შეფასებისას.

მისი თქმით, ამ საკითხებზე საქართველო ასევე აქტიურად მუშაობს ევროკავშირის წევრს ყველა ქვეყანასთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა, დავით ზალკალიანის ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ესპანეთის თანამშრომლობას სამართალდამცავ სფეროში, რასაც ესპანეთის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა.

ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი ესპანეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება, ასევე დაათვალიერებს ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილ ქართულ სტენდს და შეხვედრას გამართავს ადგილობრივ დიასპორასთან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო