მამუკა ბახტაძე - ჰაერის დაბინძურებისგან დასაცავად კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია, რაც აუცილებლად გაგრძელდება

ჩვენი მთავრობის მწვანე პოლიტიკა არის ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ხედვა და ცხოვრების ახალი წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით და ვუვლით ბუნებას, ვინაწილებთ პასუხისმგებლობას და შედეგად ვიღებთ სუფთა ჰაერს, საბოლოოდ კი - ჯანსაღ გარემოს, სადაც უსაფრთხოდ იცხოვრებენ მომავალი თაობები, - ამის შესახებ

“მწვანე პოლიტიკა” - ატმოსფერული ჰაერის დაცვა“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

„რამდენიმე დღის წინ მე საზოგადოებას წარვუდგინე ჩვენი მთავრობის ხედვა გარემოსდაცვით ე.წ. მწვანე პოლიტიკასთან დაკავშირებით. დღეს ცივილიზებული სამყარო შეთანხმებულია, რომ გარემოს დაცვა და მწვანე პოლიტიკის განხორციელება არის უმთავრესი პრიორიტეტი. დღეს პრეზენტაციის დროს ლევან დავითაშვილი წარმოგვიდგენს ჩვენი მწვანე პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ მიმართულებას, რომელიც ატმოსფერული ჰაერის დაცვას შეეხება. მთავრობის მწვანე პოლიტიკა არის ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ხედვა. უფრო მეტიც, მე ვიტყოდი, რომ ეს არის ცხოვრების ახალი წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით და ვუვლით ბუნებას, ვინაწილებთ პასუხისმგებლობას და შედეგად ვიღებთ სუფთა ჰაერს, საბოლოოდ კი - ჯანსაღ გარემოს, სადაც უსაფრთხოდ იცხოვრებენ მომავალი თაობები. როდესაც ლაპარაკია ეკოლოგიაზე და გარემოს დაცვაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰაერის დაბინძურებისგან დაცვა და ამისათვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომელიც დღევანდელი მსოფლიოს წინაშე, განსაკუთრებით კი მსხვილ ურბანულ დასახლებებში და სამრეწველო ზონებში დგას და ის სასწრაფო გადაწყვეტას საჭიროებს და, სამწუხაროდ, ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი.

„ჰაერის დაბინძურების მხრივ ყველაზე მეტი პრობლემა მოსახლეობის სიჭარბისა და მანქანების რაოდენობის გამო თბილისს აქვს. ამიტომაც მწვანე ეკონომიკის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ჰაერის დაცვისთვის საჭირო კონკრეტულ ღონისძიებებს ითვალისწინებს. ჰაერის დაცვის პოლიტიკას განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ჩვენს განახლებულ სამთავრობო პროგრამაში. ეს გულისხმობს როგორც ევროპულ და საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული რეგულაციების შემოღებას, ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვან რეფორმას. უკვე გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები ჰაერის დაბინძურებისგან დასაცავად, რაც აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც“ , - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო