იანვარში წითელას 716 შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო მონაცემებით, იანვრის თვეში წითელას 716 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისივე თქმით, წითელას ინფექციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ოთხ რეგიონშია. კერძოდ, თბილისში, კახეთში, სამეგრელოსა და იმერეთში.

გამყრელიძის განცხადებით, წითელას ინფექციის გავრცელების დინამიკა მზარდია და მისი შეჩერების ერთადერთი საშუალება აუცრელი ადამიანების ვაქცინაციაა. საუბრისას გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში წითელაზე დამატებით 22 ათასი ადამიანი აიცრა, რაც წითელას ინფექციის შესაჩერებლად დამაიმედებელია.

მისივე თქმით, წითელას ინფექციის შემთხვევების 52% 20-დან 40 წლის ასაკის პირთა შორისაა კონცენტრირებული. გამყრელიძის თქმით, აღნიშნული შესაძლოა უკავშირდებოდეს იმას, რომ ამ ასაკის პირებს 90-იან წლებში არ ჩაუტარდათ ვაქცინაცია, ან ასევე არის 2008 წელს ჩავარდნილი ვაქცინაციის შედეგი, რომლის დროსაც წითელაზე 1 მლნ ადამიანი უნდა აცრილიყო და 450 ათასი ადამიანი აიცრა.

„წითელას გადადების ინდექსი კი 90-დან 100%-მდეა. ანუ, თუ ადამიანი, რომელიც არ არის აცრილი, არის კონტაქტში წითელათი ავადმყოფთან, მას ეს დაავადება აუცილებლად გადაედება", - განაცხადა გამყრელიძემ

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო