ლევან დავითაშვილი - საქართველოში, ატმოსფერულ ჰაერში ტყვიით დაბინძურება  არ შეინიშნება

საქართველოში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიით დაბინძურება ნამდვილად არ შეინიშნება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრეზენტაციაზე - „მწვანე პოლიტიკა” - ატმოსფერული ჰაერის დაცვა“ განაცხადა.

მისივე თქმით, ჰაერში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაციაა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორია ტყვიის კონცენტრაცია ატმოსფერულ ჰაერში. ამაზე ძალიან დიდი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. ბევრი სპეკულაციაც არის ამ თემასთან დაკავშირებით. ხანდახან ვამბობთ, რომ საქართველოში ატმოსფერული ჰაერი ყველაზე დაბინძურებულია, მათ შორის ისეთი დამაბინძურებლების კუთხით, როგორიცაა ტყვია. გვინდა საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ - საქართველოში, ატმოსფერულ ჰაერში ტყვიით დაბინძურება ნამდვილად არ შეინიშნება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, 2018 წელს თბილისის მასშტაბით, ჰაერის კვლევის მიზნით 61 სინჯი აიღეს და შემცველობის კუთხით გადაჭარბება არც ერთ სინჯში შეინიშნება.

მინისტრის თქმით, ლაბორატორიული კვლევებით დადასტურდა, რომ ტყვიის შემცველი საწვავი საქართველოში არ არის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა