მამუკა ბახტაძე - ჰაერის დაბინძურებას დიდწილად განაპირობებს სამშენებლო საქმიანობაც - შემუშავებულია მშენებლობის სტანდარტებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები

ჰაერის დაბინძურებას დიდწილად განაპირობებს სამშენებლო საქმიანობაც, ამიტომ შემუშავებულია მშენებლობის სტანდარტებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები და საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარდგენილია პარლამენტში, - ამის შესახებ “მწვანე პოლიტიკა” - ატმოსფერული ჰაერის დაცვა“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საწვავის ხარისხის გაუმჯობესება არის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა ჰაერის დაბინძურებისგან დაცვის თვალსაზრისით.

„2017 წლიდან ჩვენ შემოვიღეთ ბენზინის უფრო მაღალი, „ევრო 5“ სტანდარტი. გასული წლის ბოლოს მთავრობამ მიიღო ახალი რეგულაციები და 2019 წლის 1-ლი იანვრიდან დიზელის საწვავის ხარისხი „ევრო 4“ სტანდარტს გაუტოლდა, ხოლო 2020 წლის 1 იანვრიდან კი საქართველო „ევრო 5“ სტანდარტზე გადავა. დიზელის საწვავის სტანდარტის გაუმჯობესებასთან ერთად 2019 წელს გააქტიურდა მასში გოგირდის შემცველობის ნორმასთან შესაბამისობის კონტროლიც. მომავალ წელს ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ შემოწმებებს ამ თვალსაზრისით. ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მთავრობამ თბილისის მერიასთან ერთად შეიმუშავა 40-პუნქტიანი გეგმა. მასში გაწერილია ძალიან კონკრეტული და ქმედითი ღონისძიებები, რომელთა შესასრულებლადაც აქტიურად მუშაობს ყველა უწყება. როგორც იცით, გასული წლის 1 აგვისტოდან ქვეყანაში ჰაერის ხარისხის შეფასება ხდება თანამედროვე, ევროპული სტანდარტებით და აქტიურად მიმდინარეობს მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესება“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ასევე შემუშავებულია ახალი რეგულაციების მსხვილი სამრეწველო ობიექტებისთვის, რაც თანამედროვე ევროპული ნორმების დაწესებას ითვალისწინებს.

„წელს სრულად ამოქმედდა ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების სისტემა და ეტაპობრივად მოხდება ავტოპარკის „გაახალგაზრდავება“. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება, რაც გულისხმობს მუნიციპალური ავტობუსების პარკის სრულიად განახლებას. მისასალმებელია, რომ თბილისის მერიას ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები აქვს ამ თვალსაზრისით და ჩვენ მათ ამ ინიციატივას სრულად ვუჭერთ მხარს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჰაერის დაბინძურებას დიდწილად განაპირობებს სამშენებლო საქმიანობაც. სამწუხაროა, რომ ამ მხრივ ჩვენი საკანონმდებლო ბაზა არ იყო სრულყოფილი. აუცილებელია ისეთი რეგულაციების შემოღება, რომელიც ამ სფეროს მოაწესრიგებს. უკვე შემუშავებულია მშენებლობის სტანდარტებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები და საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარდგენილია პარლამენტში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა