ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველოში ძველი ავტომობილების იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველოში ძველი ავტომობილების იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა.

როგორც მინისტრმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, მთავრობმის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, „ევრო 2“-ისა და ევრო-3-ის სტანდარტის ავტომობილების იმპორტი ბოლო სამი წლის განმავლობაში მესამედი გახდა, ხოლო „ევრო-4“-ის, „ევრო-5“-ის და ასევე „ევრო-6“-ის ახალი თაობის სტანდარტის ავტომობილების რაოდენობა იზრდება.

ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო სწორედ მოძველებული ავტოტრანსპორტია.

„ამ კუთხით მთავრობის პოლიტიკა თანმიმდევრულია, მათ შორისაა საგადასახადო პოლიტიკა, რომელიც ახალი ტრანსპორტის შემოყვანას ახალისებს. მნიშვნელოვნად შეიცვალა აქციზის გადასახადი და გაორმაგდა 10 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემთხვევაში, ხოლო 14 წელზე მეტი ავტომობილების იმპორტის შემთხვევაში აქციზის გადასახადი გასამმაგდა. მოძველებული ავტოპარკი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, როცა 90%-მდე ათ წელზე მეტი ხნის ავტომობილია. ჩვენ ქვეყანაში ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების შემოყვანა წავახალისეთ, ელექტროავტომობილებზე აქციზი პრაქტიკულად განულებულია, ხოლო ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში 60%-ით შემცირდა. ასევე მნიშვნელოვანია განვითარდეს ინფრასტრუქტურა, რომელიც ელექტროავტომობილების დატენვის საშუალებას მოგვცემს. თბილისში ასეთი 55 დამტენი სადგური მოეწყო, რაც ელექტროავტომობილების მოხმარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს