მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის პარალელურად აქციას გამართავს

სასტუმრო „რედისონთან“, სადაც 27 იანვარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი აქციას გამართავს.

როგორც საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ბექა წიქარიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ამ შეხვედრას ლეგიტიმაცია არ აქვს.

„ეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ჯგუფების მიერ ორგანიზებული აქცია. 27 იანვარს, „რედისონში“ გაიმართება შეხვედრა იუსტიციის საბჭოს იმ წარმომადგენლების, რომლებმაც ის ავადსახსენებელი ათკაციანი სია წარუდგინეს პარლამენტს. ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ ამ შეხვედრას ლეგიტიმაცია არ ექნება. საზოგადოება არ აღიარებს მათ შეხვედრებს, საბჭოს ამ წევრებს ნდობა არ აქვთ. ამის გასაპროტესტებლად შევიკრიბებით“, - განაცხადა წიქარიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, 27 იანვარს შეხვედრა 11:00 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ დაიწყება, სადაც შეხვედრის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე იმსჯელებენ.

სამუშაო ჯგუფში შედიან: საპარლამენტო უმრავლესობის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები.

სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას არ მიიღებს არასამთავრობო სექტორის ნაწილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს