ბრაზილიაში, რკინის მომპოვებელ საბადოში მომხდარი ნგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 400-მდე დაკარგულად ითვლება

ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მინას-ჟერაისის შტატში, რკინის მომპოვებელ საბადოში რეზერვუარის ჩამონგრევა მსხვერპლით დასრულდა. მინას-ჟერაისის გუბერნატორის, რომიუ ზემას განცხადებით, ამ მომენტისათვის გარდაცვლილია 9 ადამიანი, 400-მდე კი დაკარგულად ითვლება.

დაზიანებულია ახლომდებარე სახლები. აუცილებელი გახდა მოსახლეობის ევაკუაცია.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა