ლევან დავითაშვილი -ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება სამინისტროს პრიორიტეტია

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება სამინისტროს პრიორიტეტია, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრეზენტაციაზე - „მწვანე პოლიტიკა” - ატმოსფერული ჰაერის დაცვა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს 25 ქალაქში ტარდება ინდიკატორულ გაზომვები, რომლის ნიმუშები იგზავნება ბრიტანეთის წამყვან ლაბორატორიაში და შედეგების გამოთვლა ხდება ევროპული სტანდარტების მიხედვით.

„ჰაერის ხარისხის შეფასების გამართული სისტემა არის უპირველესი პირობა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად. ამიტომ, ბოლო წლებში სამინისტროს ძალისხმევა დიდწილად სწორედ ამ სისტემის პრაქტიკულად ხელახლა ჩამოყალიბებისკენ იყო მიმართული. მნიშვნელოვნად გაფართოვდა მონიტორინგის ქსელი. თუკი 2012 წელს ჰაერის ხარისხის შეფასება ხორციელდებოდა ქვეყნის მხოლოდ 4 ქალაქში, ისიც მოძველებული არაავტომატური ტექნიკითა და მეთოდოლოგიით, 2018 წელს გვაქვს 8 ავტომატური სადგური და 1 მობილური სადგური, რომლის საშუალებით შესაძლებელია ქვეყნის ყველა წერტილში გაზომვების ჩატარება. ავტომატური სადგურების უმეტესობა დონორების - ნიდერლანდების სამეფოსა და იაპონიის მთავრობების მხარდაჭერით იქნა შეძენილი. ასევე საქართველოს 25 ქალაქში ტარდება ინდიკატორულ გაზომვები, რომლის ნიმუშები იგზავნება ბრიტანეთის წამყვან ლაბორატორიაში და შედეგების გამოთვლა ხდება ევროპული სტანდარტების მიხედვით“, - განაცხადა მინისტრმა.

როგორც დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სამინისტროს პრიორიტეტია მონიტორინგის ქსელის გაფართოება.

„მიმდინარე წელს ახალი ავტომატური სადგურები ამოქმედდება რუსთავსა და კასპში. ასევე სამინისტრო, საკუთარი რესურსების გამოყენების პარალელურად, აქტიურად მუშაობს დონორ ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან. შედეგად, რამდენიმე დღის წინ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ იტალიის რესპუბლიკის გარემოს, ხმელეთისა და ზღვის სამინისტროსთან, რომლის ფარგლებში მიმდინარე და მომავალ წელს დაგეგმილია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირებისა და პროგნოზირების სისტემის დანერგვა, 5 ახალი მონიტორინგის სადგურის შეძენა და ინსტალირება. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირება შეფასების თანამედროვე ევროპული ინსტრუმენტია, რომელიც იძლევა ჰაერის ხარისხის მდგომარეობის სრულ სურათს მთელი ქვეყნისთვის ანუ მოდელირების არეალის ნებისმიერ წერტილში გვექნება ინფორმაცია ჰაერის ხარისხის შესახებ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო