ნიკოლოზ გაგუა - საპენსიო რეფორმის ჩვენი მოდელი წარმატებულ საერთაშორისო გამოცდილებას ეყრდნობა

საპენსიო რეფორმის ჩვენი მოდელი ეყრდნობა წარმატებულ საერთაშორისო გამოცდილებას, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში საპენსიო რეფორმის მნიშვნელობაზე საუბრისას. მისი თქმით, ხშირად აღნიშნული რეფორმის კონტექსტში, არასწორად მოჰყავთ პოლონეთისა და უნგრეთის მაგალითები, სადაც რეფორმის სულ სხვა მოდელია შერჩეული.

„პოლონეთისა და უნგრეთის მაგალითები არასწორად ჟღერდება, რადგან კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემას, რომელსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს, არ აქვს წარუმატებელი მაგალითები. პოლონეთისა და უნგრეთის შემთხვევაში, მოქმედებდა სულ სხვა ტიპის საპენსიო სისტემა. ეს იყო არა დაგროვებითი, არამედ ე.წ. სოციალური, სოლიდარული სისტემა, რომელმაც ვერ გაუძლო დემოგრაფიულ გამოწვევებს. პოლონეთსა და უნგრეთში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა. ასევე, იზრდება პენსიაზე გასულ მოქალაქეთა რაოდენობა. პოლონეთსა და უნგრეთში დანერგილმა სისტემამ ვერ გაუძლო ამ გამოწვევას. ჩვენ მიერ არჩეული დაგროვებითი საპენსიო მოდელით, ეს რისკი არ არსებობს. ჩვენი საპენსიო მოდელი არის მარტივი იმ თვალსაზრისით, რომ პიროვნება აგროვებს თანხას დ ა თავის დანაზოგს ინაწილებს პენსიაზე გასვლის შემდგომ პერიოდზე. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ პოლონეთისა და უნგრეთის მაგალითების შედარება არის მცდარი. პოლონეთში პრობელმა შეექმნა ე.წ. პირველ სვეტს, ჩვენი რეფორმა კი ეხება ე.წ. მეორე სვეტს. ჩვენ ვთვლით, რომ იმ პრობლემებისგან, რომელიც იყო ამ ორ ქვეყანაში, საქართველოში დაწყებული საპენსიო მოდელი სრულად, შეიძლება ითქვას, 100 პროცენტით თავისუფალია,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა