ავტომობილების გაქურდვისთვის 3 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ავტომობილების გაქურდვისთვის 3 პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, დანაშაული 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისან-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ქ., 2000 წელს დაბადებული ა.ყ. და ასევე, 2000 წელს დაბადებული გ.ლ., ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ქ.-მ თბილისის სხვადასხვა უბანში და ვაზიანში ავტოსადგომებზე, ქუჩებში და გზისპირას გაჩერებული სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანებიდან 41 აკუმულატორი მოიპარა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

რაც შეეხება ა.ყ.-ს და გ.ლ.-ს, გამოძიებით დადგენილია, რომ მათ მიმდინარე წლის 22 იანვარს თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, 2 მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანები გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ორივე პირი დანაშაულიდან უმოკლეს დროში თბილისში დააკავეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს“ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში თბილისში, ავტომობილების ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით სულ დაკავებულია 11 პირი, დანაშაულის ჩადენაში მხილებულია 3 არასრულწლოვანი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს