ლევან მურუსიძე - არასამთავრობოების მიერ სასამართლო ხელისუფლების გადადგომის  მოთხოვნა მათ კომპეტენციას სცდება, არ ჯდება კონსტიტუციასა და კანონში

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სასამართლო ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნა მათ კომპეტენციას სცდება, - ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს "რედისონ ბლუ ივერიაში" განუცხადა, სადაც ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორ მურუსიძემ აღნიშნა, ის ასევე არ ეთანხმება, რომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების საკითხი 2024 წლამდე გადაიდოს.

"საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ჩვენი ყველა ქმედება უნდა ჩაჯდეს კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. მათ აქვთ უფლება დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, მაგრამ მე არ ვეთანხმები ერთს - არასამთავრობო სექტორი ამბობდეს, რომ უნდა გადადგეს სასამართლო ხელისუფლება. ეს არ არის მათ კომპეტენციაში. მათ შეუძლიათ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, ჰქონდეთ პოზიცია ძალიან მწვავე, მაგრამ ის, რომ სასამართლო ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ, სცდება არასამთავრობო ორგანიზაციების კომპეტენციას. შეუძლიათ გამოაცხადონ უნდობლობა, ჰქონდეთ თავიანთი პოზიცია თითოეული მოსამართლის მიმართ, მოვლენების მიმართ, მაგრამ არასამთავრობო სექტორის მოთხოვნა, გადადგეს სასამართლო ხელისუფლება, არ ჯდება კონსტიტუციაში, კანონში",- განაცხადა მურუსიძემ.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის მოსაზრებას, რომ 2024 წლამდე შეჩერდეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, მურუსიძემ განაცხადა, რომ ამას არ ეთანხმება. "ვენეციის კომისია და ყველა წამყვანი ევროპული ორგანიზაცია, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში სასამართლოს განვითარებით, საუბრობენ იმაზე, რომ მოსამართლეები უნდა იყვნენ უვადოდ დანიშნული, ვინადიდან ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტია მისი დამოუკიდებლობის. იმასაც ვიტყვი, რომ 2012 წლიდან "ქართულმა ოცნებამ" განახორციელა ბევრი ისეთი ცვლილება და ეს დააგვირგვინა კონსტიტუციით, რომლის თანახმადაც მოსამართლეებს ძალიან დიდი გარანტიები მისცა, არ ვეთანხმები, რომ წაღმა დატრიალებული ბორბალი უკუღმა დატრიალდეს",- განაცხადა მურუსიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

სადაც შეხვედრის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ. შეხვედრას საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და მოსამართლეთა ნაწილი ესწრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა