დავით მათიკაშვილი - არასამთავრობოების მოთხოვნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11 წევრის გადადგომის შესახებ, კონსტიტუციის ფარგლებს სცდება

არასამთავრობოების მოთხოვნა სცდება კონსტიტუციის ფარგლებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნას კონსტიტუციის ახალი რედაქცია აწესრიგებს, რომელიც მოწონებულია ვენეციის კომისიის მიერ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, სამწუხაროა, რომ საინიციატივო ჯგუფის შეხვედრას არ ესწრება მესამე სექტორი და რომ ისინი თვითნებურად ჩამოშორდნენ პროცესს.

"სამწუხაროა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ნაწილმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, რაც მიიღეს. რეალურად ჩვენ გვახსოვს პროცესები, როდესაც ხდებოდა რიგი არასამთავრობოების გამოთიშვა პროცესებიდან საკუთარი ნებით. აქ არა თუ გაუცხოება, ყველა დაინტერესებული პირი უნდა იყოს ჩართული და ასეც იყო, ყველასთან იყო მოწვევა გაგზავნილი. რაც შეეხება არასამთავრობოების მოთხოვნას, ეს მოთხოვნა კონსტიტუციის ფარგლებს სცილდება. კონსტიტუციას გააჩნია ახალი რედაქცია, რომელიც მოწონებულია ყველაზე კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის, ვენეციის კომისიის მიერ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი, რომელიც საინიციატივო ჯგუფის შეხვედრის პარალელურად აქციას მართავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ 11 წევრის გადადგომას ითხოვს, რომელმაც მხარი დაუჭირა მოსამართლეთა სიას და ხმა მისცა ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნას.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა