ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი - დამოუკიდებელი სასამართლოსა და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის განმტკიცება

„ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი - გვსურს დამოუკიდებელი სასამართლოს განმტკიცება, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის განმტკიცება და ზუსტად ამ მიზნით, უნდა შემუშავდეს ის პროცედურა და კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც აირჩევიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.

პარლამენტს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯგუფი, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობს. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ რთული კონტექსტის მიუხედავად, განხილვა კონსტრუქციულ გარემოში წარიმართება.

„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი გახლავთ იმ პროცედურისა და კრიტერიუმების განხილვა, რომელიც დაკავშირებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევასთან და არჩევასთან და ამას დაეთმობა მთლიანად, დღევანდელი შეხვედრა. მესმის, რომ კონტექსტი არის ცოტათი რთული, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ამ რთული კონტექსტის მიუხედავად, ჩვენ შევძლებთ კონსტრუქციულ გარემოში, სამართლებრივი განხილვის ორგანიზებას პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი - საერთო მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვსურს დამოუკიდებელი სასამართლოს განმტკიცება, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის განმტკიცება და ზუსტად ამ მიზნით, უნდა შემუშავდეს ის პროცედურა და კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც აირჩევიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. განხილვის დაწყებამდე, ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს შეახსენა, რომ ამ ფორმატში არაერთი შეხვედრა დაეთმო დისციპლინური წარმოების საკითხების განხილვას და დოკუმენტის შემუშავება სრული კონსესუსით მოხერხდა. მისივე თქმით, დარჩა გარკვეული საკითხები, რომლებზეც მსჯელობა უნდა გაგრძელდეს, ხოლო რაც შეეხება დისციპლინურ დევნის საფუძვლებსა და სხვა საკითხებს- ეს უკვე სრულადაა ასახული კანონპროექტში. „ჩვენ სრული კონსესუსით მოვახერხეთ იმ დოკუმენტის შემუშავება, რომელიც არის დღეს წარმოდგენილი დღეს თქვენს წინაშე. უკვე კანონპროექტის სახე მიიღო ამ დოკუმენტმა, რომელიც შეეხება დისციპლინურ წარმოებას მოსამართლეებთან მიმართებით. არის გარკვეული საკითხები დარჩენილი, რომელთან დაკავშირებითაც უნდა გაგრძელდეს მსჯელობა, საქმე ეხება პროცესს ამ შემთხვევაში, იყო დამატებითი შენიშვნები წარმოდგენილი კონკრეტული მონაწილეების მხრიდან. რაც შეეხება თვითონ დისციპლინური დევნის საფუძვლებს და სხვა საკითხებს, ეს საკითხები არის სრულად ასახული ამ კანონპროექტში, შესაბამისად, თქვენის ნებართვით, ჩვენ უკვე დავაინიცირებთ ამ დოკუმენტს ოფიციალურად პარლამენტში, თუმცა, გაგრძელდება მსჯელობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოდგენილი ჰქონდა ბატონ გიორგი ჩხეიძეს - ჩვენ გვქონდა შეხვედრა რამდენიმე დღის წინ ამასთან დაკავშირებით, როგორც აღმოჩნდა, დამატებითი მსჯელობა არის საჭირო ამ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, ეს ნაწილი, დისციპლინური წარმოების, რჩება ღია. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, კანონპროექტი არის შემუშავებული და ეს კანონპროექტი იქნება დაინიცირებული პარლამენტში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ შესაძლოა, სხვა მიდგომაც იყოს გამოყენებული და კანონპროექტის ინიცირება მას შემდეგ მოხდეს, რაც აღნიშნულ ნორმებზე პოზიციები შეჯერდება.

„შეგვიძლია, წავიდეთ სხვა მიდგომით, არ დავაინიციროთ საერთოდ კანონპროექტი, დაველოდოთ ამ ნორმებზეც პოზიციების შეჯერებას და ამის შემდეგ დავაინიციროთ ეს საკითხი. ამასთან დაკავშირებით, შეიძლება გვქონდეს ინდივიდუალური კონსულტაციები და ამის საფუძველზე მივიღოთ ეს გადაწყვეტილება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით იმართება. სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი 2017 წელს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით შეიქმნა. ჯგუფის შეხვედრები ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით იმართება. სამუშაო ჯგუფის მიზანი სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპის ძირითად მიმართულებებზე მუშაობაა. ჯგუფის შემადგენლობაში საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო