დავით მათიკაშვილი - განხილვების პროცესიდან გათიშვა არ მგონია პროდუქტიული ნაბიჯი იყოს

განხილვების პროცესიდან გათიშვა არ მგონია პროდუქტიული ნაბიჯი იყოს, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრიდავით მათიკაშვილი ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ნაწილის განცხადებას, რომ შესაძლოა, მათ სასამართლო რეფორმისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობა აღარ მიიღონ.

მათიკაშვილი აცხადებს, რომ გულდასაწყვეტი იქნება, თუ აღნიშნულ პროცესს არასამთავრობოების გამოეთიშებიან.

„ახლა ჩვენ გვაქვს პროცესთან საქმე, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ შევქმნათ ძალიან მნიშვნელოვანი სახის დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედება პარლამენტში განხილვებს. ამ პროცესიდან გათიშვა არ მგონია, რომ იყოს პროდუქტიული ნაბიჯი. მართალია, შემადგენლობა არის დიდი, გადატვირთული , მაგრამ ჩვენვე გვაქვს მაგალითი, რომ სწორედ ასეთმა შემადგენლობამ ძალიან წარმატებით იმსჯელა და მივიღეთ ისეთი დოკუმენტი, რომელიც წლების განმავლობაში იყო საჯილდაო ქვა და ვერ ხდებოდა ასეთ დოკუმენტზე შეთანხმება. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი შეხვედრებიც არის წარმატებული. შეიძება ერთზე მეტი შეხვედრა დასჭირდეს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მაინც იქნება მიღებული. ამ შეხვედრაში ყველა მოთამაშეა გარდა იმ პირებისა, რომლებიც ვახსნებთ. არის ინტერსი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, ისინი მოწვეულნი არის არასამთავრობო სექტორთან ერთად, ჯერი მათზეა. საუბარი იმაზე, თუ რატომ მიიღო „ევროპულმა საქართველომ“ ასეთი გადაწყვეტილება, ეს ოთარ კახიძეს უნდა ჰკითხოთ. რაც შეეხება არასამთავრობოებს, მე უბრალოდ გული მწდება რომ ეს გზა აირჩიეს მათ. არ მგონია, რომ რესურსი ამოწურულია. თუკი არასამთავრობოები ამას მოინდომებენ კვლავ შესაძლოა მათი ჩართვა“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით იმართება. სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი 2017 წელს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით შეიქმნა. ჯგუფის შეხვედრები ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით იმართება. სამუშაო ჯგუფის მიზანი სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპის ძირითად მიმართულებებზე მუშაობაა. ჯგუფის შემადგენლობაში საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა