ისნის რაიონში, წულუკიძის ქუჩაზე ახალი სკვერი და ბავშვთა გასართობი მოედანი  მოეწყო

ისნის რაიონში, ვაზისუბნის ტერიტორიაზე, წულუკიძის ქუჩა N26 კორპუსთან და ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი და ბავშვთა გასართობი მოედანი მოეწყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

საცხოვრებელი გარემოს გაჯანსაღების მიზნით, 1000 კვ.მ. მეტრ ფართობზე, კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა. პროექტის ფარგლებში, სკვერში საბაღე სკამები დაიდგა, დასასვენებელი სივრცეები დეკორატიული საჩრდილობლებით გადაიხურა.

ასევე, გარე განათების სისტემა მოეწყო, საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა და სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები დაირგო. სკვერისა და ბავშვთა გასართობი მოედნის ტერიტორია ლითონის ღობით შემოისაზღვრა.

დასრულებულ სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, ვაზისუბნის მაჟორიტარ დეპუტატებთან ირაკლი აბუსერიძესთან და ლევან დავითაშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„წულუკიძის ქუჩის მოსახლეობისთვისსაკმაოდ დიდი რეკრეაციული სივრცე მოვაწყვეთ. აქ გართობისა და დასვენებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. პროექტი ადგილობრივებთან ერთად, მათი ჩართულობით განვახორციელეთ. გარდა ამისა, ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ რაიონში არსებული მდგომარეობა და მიმდინარე წლის ბიუჯეტის ფარგლებში არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავგეგმეთ, რომელთა ნაწილის განხორციელება უკვე დაწყებულია“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

წულუკიძის ქუჩა N26 კორპუსის მიმდებარედ სკვერის მოწყობის პროექტი ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 94 000 ლარით დაფინანსდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა