რელიგიის სააგენტო ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მის მრევლს წმინდა ნინოს ხსენების დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მის მრევლს წმინდა ნინოს ხსენების დღეს ულოცავს. აღნიშნულის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ წერილშია ნათქვამი.

„საქართველოს კათოლიკური ეკლესია დღეს საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლას ზეიმობს. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება, იგი გამორჩეული სიყვარულით სარგებლობს ქართველთა შორის.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მის მრევლს წმინდა ნინოს ხსენების დღეს, კეთილდღეობასა და წარმატებებს უსურვებს მათ“,- ნათქვამია მისალოც წერილში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა