„ევროპული საქართველო" სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ფორმატის ცვლილებას ითხოვს

„ევროპული საქართველო" სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ფორმატის ცვლილებას ითხოვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთო კახიძემ განუცხადა. მისი თქმით, თუ ფორმატი არ შეიცვლება, პარტია შეხვედრებს გამოეთიშება.

"ევროპულმა საქართველომ" დააყენა საკითხი სამუშაო ჯგუფის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მთელი შემადგენლობაა წარმოდგენილი, ასევე ის პირები, ვინც იმ 10-კაციან სიაში იყვნენ. არასამთავრობოს სექტორიდან შეხვედრას ესწრება ლევან მურუსიძე "მოსამართლეთა ასოციაციის" სახელით და ეს არ არის ფორმატი, სადაც ჩვენ ვხედავთ რამე აზრს, რომ რეალურად განვიხილოთ საქმიანი წინადადებები. ამიტომ შეთავაზება გვაქვს, რომ კვოტები განისაზღვროს - მოსამართლეთა წარმომადგენლობა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები, არამოსამართლე წევრები, სახალხო დამცველი, ადვოკატთა ასოციაცია, არასამთავრობო სექტორი უფრო სერიოზული შემადგენლობით და ასევე პოლიტიკური ჯგუფები. უნდა შემცირდეს ჯგუფის შემადგენლობა, რომ შესაძლებელი იყოს მუშაობა. უნდა გაიწეროს დებულება, რადგან დღეს ყველაფერი ჰაერშია გამოკიდებული. ეს ჯგუფი თავის დროზე ჩამოყალიბებულია იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს აჩვენონ, თითქოს რეფორმებს ახორციელებენ, მაგრამ ვხედავთ რა შედეგებიც აქვს ამ რეფორმებს. ამიტომ დავაყენე კონკრეტული წინადადებები, რაც ამ შეხვედრაზე არ გაიზიარეს. ვიმედოვნებ, რომ შემდეგ შეხვედრამდე ამ ფორმატის ცვლილება მოხდება, თუ არადა ამ სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობას არ მივიღებთ და საპარლამენტო ფორმატებში გავაგრძელებთ ჩვენი ინიციატივების ლობირებას.

რაც შეეხება "ევროპული საქართველოს" წინადადებებს, როგორც კახიძემ აღნიშნა, მომზადებულია ცვლილებათა პაკეტი, სადაც აღნიშნულია კრიტერიუმების შემუშავების და პროცედურების გაწერის შესახებ.

"მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება, როგორც დამაბრკოლებელი გარემოება მოსამართლის გამწესების. ამავდროულად, ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადება, როგორ უნდა ჩამოერთვას მმართველ კლანს მონოპოლია კანდიდატების დასახელებაზე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს ჰქონდეს ნომინირების უფლება და არ ჰქონდეს უმრავლესობას უფლება, ეს ინიციატივა ჩააგდოს თუ არ იქნება სრული კონსენსუსი საბჭოს წევრებს შორის. დღეს არის ვითარება, როდესაც საბჭოს უმრავლესობას აქვს უფლება თავისი მოწონებული კანდიდატი გაიყვანოს, საბჭოს სხვა წევრის კანდიდატი ჩააგდოს. ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს. თუმცა, ცვლილებათა ეს პაკეტი საბჭოს ამ შემადგენლობას არ წარედგინება, რადგან ამას აზრი არ აქვს. პაკეტს წარვუდგენთ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს და შემდგომ პლენარულ სხდომაზე",- განაცხადა კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ"რედისონ ბლუ ივერიაში" ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. დღევანდელი შეხვედრის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ. შეხვედრას საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და მოსამართლეთა ნაწილი ესწრება.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა