"ნაციონალურმა მოძრაობამ" სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დატოვა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დატოვა. ამის შესახებ პარტიის წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, "მნიშვნელოვანია, რომ ასეთ შეხვედრებზე ვესაუბრებოდეთ არა კრებსით მურუსიძეს, არამედ, ყველა იმ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს მართლმსაჯულების მისაღწევად".

"ჯგუფის ახლანდელი შემადგენლობა არის ჩვენთვის სრულიად მიუღებელი. არ ვთვლი, რომ საჭიროა საგნობრივ დისკუსიაში შესვლა კრებსით მურუსიძესთან და ასეთია დღევანდელი სხდომის შემადგენლობა. დღეს დავაყენეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები, თუ როგორი უნდა იყოს ფორმატი კონკრეტულად, რომელსაც რამე შედეგამდე მისვლა სურს, თუ არ იქნება ეს გაზიარებული, მაშინ ჩვენ ვერანაირ აზრს მონაწილეობისას ვერ ვხედავთ.

მნიშვნელოვანია, რომ ასეთ შეხვედრებზე ვესაუბრებოდეთ არა კრებსით მურუსიძეს, არამედ, ყველა იმ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს მართლმსაჯულების მისაღწევად. ამას ვთავაზობთ ირაკლი კობახიძეს, მაგრამ არ გაიზიარეს ჩვენი მოსაზრება, ამიტომ ამ კონკრეტულ შეხვედრაში ნამდვილად ვეღარ მივიღებთ მონაწილეობას", - განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ "რედისონ ბლუ ივერიაში" ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

დღევანდელი შეხვედრის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ. შეხვედრას საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და მოსამართლეთა ნაწილი ესწრება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს