დიმიტრი გვრიტიშვილი - ცხადი გახდა, რომ ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის მიზანია, დღევანდელი შეხვედრის ჩაშლა

ანა დოლიძეს და ნაზიბროლა ჯანეზაშვილს შეუძლიათ გამობრძანდნენ და შეურთდნენ აქციას, რომელიც გარეთ მიმდინარეობს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ესწრება.

დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს შეურაცხყოფა მიაყენა, როცა თქვა, რომ აღნიშნული ფორმატი მაფიოზური შეთანხმებით ჩამოყალიბდა.

„ჩემთვის პირადად ცხადი გახდა, რომ ანა დოლიძის და ნაზი ჯანეზაშვილის მიზანია დღევანდელი შეხვედრის ჩაშლა. ჩემი აზრით, ამ ფორმატის ყველა მონაწილე სუბიექტს ანა დოლიძემ შეურაცხყოფა მიაყენა, მათ შორის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, როცა თქვა, რომ თურმე მაფიოზური შეთანხმებით ჩამოყალიბდა აღნიშნული ფორმატი და მისი მონაწილეები განისაზღვრა შეთანხმებით. ამ ფორმატში თავიდანვე მონაწილეობდნენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები. ასეთი სიტყვების სროლა ანა დოლიძეს სჩვევია. ქალბატონ ანა დოლიძეს და ნაზიბროლა ჯანეზაშვილს შეუძლიათ გამობრძანდნენ და შეურთდნენ აქციას, რომელიც გარეთ მიმდინარეობს“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.

ამასთან, დიმიტრი გვრიტიშვილი გედევან ფოფხაძის განცადებასაც გამოეხმაურა, რომელიც ფიქრობს, რომ სასურველია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე 2024 წლამდე კონსენსუსი გამოცხადდეს. „ამ თემის წამოწევა დღევანდელი განსჯის საგნად სცადა ბატონმა გედევან ფოფხაძემ. შეგახსენებთ, რომ დღის წესრიგში აღნიშნული საკითხი არ ყოფილა, უბრალოდ, მან დააყენა ეს საკითხი, როცა სხდომა გაიხსნა“, - აღნიშნა გვრიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "რედისონ ბლუ ივერიაში" ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, რომლის პარალელურად „რედისონის“ წინ აქცია იმართება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს