ირაკლი აბუსერიძემ ვაზისუბანში ახალი სკვერი გახსნა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოს წევრი, ირაკლი აბუსერიძე, ისნის რაიონში სკვერის გახსნას დაესწრო. დეპუტატი დასრულებულ სამუშაოებს საკრებულოს წევრ, ლევან დავითაშვილთან და ისნის რაიონის გამგებელ, კახა ლაბუჩიძესთან ერთად გაეცნო.

თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში წულუკიძის ქუჩის 26 ნომერში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი სკვერი და ბავშვთა გასართობი მოედანი მოეწყო. პროექტი 2018 წლის ბოლოს დაიწყო და 2019 წლის იანვარში დასრულდა.

დედაქალაქის მერიის ცნობით, 1 000 კვ.მ ფართობზე ჩატარდა კეთილმოწყობის სამუშაოები, დაიდგა სკამები, რომლებიც გადაიხურა დეკორატიული საჩრდილობლებით, საფეხმავლო ბილიკები მოპირკეთდა ფილებით. ასევე, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები და სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.

საზოგადოებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს ქალაქში ჯანსაღი გარემოს შექმნა წარმოადგენს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია შეიქმნას ახალი მწვანე სივრცეები და მოხდეს არსებული სკვერებისა და მოედნების მოწესრიგება. ჩვენს რაიონს შეემატა კიდევ ერთი ახალი სკვერი და ბავშვთა გასართობი მოედანი, რომლის მოწყობაშიც აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა. ეს არის კეთილმოწყობილი და გამწვანებული ადგილი, სადაც ბავშვებისთვის ბევრი გასართობი იქნება და მოქალაქეები თავისუფალ დროს კომფორტულ დასვენებას შეძლებენ“, - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს