ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

როგორც ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია პროცედურებზე მსჯელობა იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც თავდაპირველად წარდგენილ 10-კაციან სიაში იყვნენ, რადგან მათ, ჯანეზაშვილის თქმით, პირადი დაინტერესება აქვთ.

"დღეს სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საბჭომ თუ მურუსიძემ მოგვიყვანეს ის ადამიანები, ვინც უშუალოდ იყო იმ 10-კაციან სიაში, მათ შორის მოსამართლეები: ქადაგიძე, ცისკაძე, ალანია და სხვები. ჩემთვის მიუღებელია, რომ ადამიანები, რომლებიც თავის დროზე დათანხმდნენ ამ სიაში ყოფნას და ამ ფორმით შემდგომ უკვე პარლამენტში წარდგენას, მსჯელობდნენ კრიტერიუმებზე და პროცედურებზე. ჩემთვის ცალსახაა, რომ მათ აქვთ პირადი დაინტერესება, რომ ისევ მოხვდნენ სიაში და შემუშავდეს ისეთი პროცედურები, რაც მათ საშუალებას მისცემს პარლამენტში კიდევ ერთხელ იყვნენ წარდგენილები და მათ სასარგებლოდ მოხდეს კენჭისყრა. ჩემთვის პირადად კატეგორიულად მიუღებელია ადამიანებთან ერთად ვიმსჯელო პროცედურებზე, რომლებიც დათანხმდნენ სიაში ყოფნას და მიიღეს მონაწილეობა პროცესში, რომელსაც პროცესი საერთოდ არ ჰქვია. კატეგორიულად მოვითხოვ, ან შეიქმნას ფორმატი, რომელიც სამართლიანი იქნება, არ გაჩნდება კითხვები, ან ამ ჯგუფში ჩემს ყოფნას აზრი არ აქვს",- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

თავის მხრივ, ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ სანამ მეტი გარანტია არ მიეცემა, რომ მის მოსაზრებებს გაითვალისწინებენ, ჯგუფში მუშაობის აზრს ის ვერ ხედავს და პროცესს "დემოკრატიულობის ელფერის მინიჭების მცდელობად" აფასებს. "დღევანდელ პირობებში, როდესაც არავითარი საშუალება არ არის ჯგუფში, რომ გათვალისწინებული იყოს განსხვავებული აზრი, რა თქმა უნდა, ამ ჯგუფში ყოფნას აზრი არ აქვს. როდესაც შემუშავდება პროცედურა, სადაც ჩვენი ხმა დაცული და გათვალისწინებული იქნება, მაშინ მზად ვიქნები, ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა მივიღო. მანამდე, ეს არის ჩვენი დროის ტყუილად კარგვა და ამ პროცესისთვის დემოკრატიულობის ელფერის მინიჭების მცდელობა. რაც არ უნდა ვქვათ, მაინც აისახება ისტებლიშმენტის, ირაკლი კობახიძის და მოსამართლეთა ჯგუფის მოსაზრებები. ამიტომ, ამ ეტაპზე, სანამ მეტი გარანტიები არ მოგვეცემა, ჩვენი, საზოგადოების, ამ ჯგუფში ყოფნას აზრი არ აქვს. ამიტომ არ ვაპირებ ჯგუფში მუშაობას, სანამ ეს პირობები არ შეიქმნება", - განაცხადა დოლიძემ და დასძინა, რომ პირობების შექმნის შემთხვევაში, ის ნაზი ჯანეზაშვილთან ერთად ჯგუფის სამუშაო შეხვედრებს დაუბრუნდება.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა