თამარ ალანია - მართლმსაჯულების სრულყოფილად განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია მოსამართლეთა კორპუსი კიდევ გაიზარდოს

იმისთვის, რომ დღეს სახელმწიფოში სრულყოფილი მართლმსაჯულება განხორციელდეს, მნიშვნელოვანია მოსამართლეთა კორპუსი კიდევ გაიზარდოს, - ამის შესახებ მოსამართლე თამარ ალანიამ ჟურნალისტებს "რედისონ ბლუ ივერიაში" განუცხადა, სადაც ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც ალანიამ აღნიშნა, მისთვის მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადადება მიუღებელია. "იმისთვის, რომ დღეს სახელმწიფოში სრულყოფილი მართლმსაჯულება განხორციელდეს, მნიშვნელოვანია მოსამართლეთა კორპუსი კიდევ გაიზარდოს, ამას საერთაშორისო ორგანიზაციები თავიანთ არაერთ დასკვნაში აჟღერებენ. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ 100 მოსამართლით გაიზარდოს კორპუსი, რადგანაც გადატვირთულია სისტემა და სასამართლოსთვის მომართვიანობა ყოველწლიურად იზრდება, რაც მოწმობს, რომ საზოგადოება ენდობა სასამართლოს და სურთ თავიანთი პრობლემა მოსამართლეების გადაწყვეტილებების გზით მოაგვარონ. ამიტომ გაუგებარია, პოლიტიკოსების თუ ადამიანების მოსაზრება, რომ შეჩერდეს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა იმ ანგარიშებთან, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით არსებობს და არის მოთხოვნა, რომ მოსამართლეთა კორპუსი 100 მოსამართლით უნდა გაიზარდოს. ეს ერთმანეთთან შეუთავსებელი ფაქტორებია და ამასთანავე, არ არსებობს არანაირი საფუძველი და პროცედურა თუ როგორ და რა გზით შეიძლება ეს განხორციელდეს",- განაცხადა ალანიამ.

შეგახსენებთ, რომ "რედისონ ბლუ ივერიაში" ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

დღევანდელი შეხვედრის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ. შეხვედრას საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და მოსამართლეთა ნაწილი ესწრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა