ირაკლი კობახიძე - დღეს განვიხილეთ პრინციპები, შემდეგ შეხვედრაზე გაგრძელდება დისკუსია თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა აისახოს კანონპროექტში

დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე პრინციპების განხილვა მოხდა, შემდეგ შეხვედრაზე გაგრძელდება დისკუსია თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა აისახოს კანონპროექტში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, სასამართლო რეფორმის ფარგლებში გამართული საინიციატივო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მომდევნო შეხვედრა უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ჩაინიშნება. „დღეს სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრის მიზანი პრინციპების განხილვა იყო და ჩვენ განვიხილეთ ის წინადადებები, რომლებიც არის წარმოდგენილი კრიტერიუმებთან და პროცედურასთან დაკავშირებით. შემდეგ შეხვედრაზე გაგრძელდება დისკუსია თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა აისახოს კანონპროექტში. იყო საუბარი ყველა დეტალზე, რომელიც პრინციპული მნიშვნელობისაა. დღეს, ბუნებრივია, გადაწყვეტილებებს ვერ გამოვაცხადებთ. უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში დაიგეგემება შემდეგი შეხვედრა“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გაიმართა შეხვედრა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე იმსჯელეს. სამუშაო ჯგუფში შედიან: საპარლამენტო უმრავლესობის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა