ირაკლი კობახიძე - მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხის გადავადებაზე გადაწყვეტილება უმრავლესობის ფორმატში მიღებული არ არის

მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხის გადავადებაზე გადაწყვეტილება უმრავლესობის ფორმატში მიღებული არ არის, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რამდენიმე დეპუტატის მოთხოვნას, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა გადავადდეს.

„რაც შეეხება მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხის გადავადებას, ამაზე გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს მხოლოდ ორმა სუბიექტმა. ერთი არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელსაც შეუძლია ასეთი პრაქტიკა დანერგოს და მეორე არის პარლამენტი, რომელსაც შეუძლია კანონის მიღება ამასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის უმრავლესობის ფორმატში. აქედან გამომდინარე მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მოკლებული ვარ შესაძლებლობას, რომ რამე პოზიცია და გადაწყვეტილება დავაფიქსირო ამ საკითხზე“,- განაცხადა კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს