ანრი ოხანაშვილი - სასამართლო რეფორმირების საინიციატივო ჯგუფში შემავალ წევრთა რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს

სასამართლო რეფორმირების საინიციატივო ჯგუფში შემავალ წევრთა რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საინიციატივო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარალამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი კონსულტაციებს საჭიროებს, რომელიც უახოლეს დღეებში დაიწყება. თუმცა დეპუტატმა არ დაასახელა ის ჯგუფები, რომელთანაც შესაბამისი კონსულტაციები გაიმართება. ანრი ოხანაშვილი ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს, პროცესში ჩაერთოს, რათა საერთო შეთანხმებით მოხდეს მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაზეც ოყო საუბარი, არის ის, რომ ვიმსჯელეთ ხომ არ გახდეს ჯგუფი უფრო მოქნილი და ეფექტური და ხომ არ არის საჭირო ჯგუფის შედარებით უფრო შეკვეცა და შემცირება. ამაზე მომდევნო დღეებში ვიმსჯელებთ. მთავარი არსი იყო ასეთი მასშტაბის შეხვედრის, რომ ყველას ინდივიდუალურად დაეფიქსირებინა თავისი აზრი, თუმცა, როდესაც 60 ადამიანზეა საუბარი, ბუნებრივია, გარკვეულ საკითხებზე შეჯერება უფრო რთულდება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს